2026 წლის პირველ კვარტალში 23 კომპანიაში 55 საინსპექციო კონტროლი განხორციელდა, რაც სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელების ნიმუშების ლოტებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
მიხეილ გოგოლიძემ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან დაური ისმაილოვთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მიმდინარე მდგომარეობა ადგილზე შეაფასა და ობიექტის შემდგომი მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა.
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები.
ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი დაამტკიცეს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ჯონ ბარკერს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციაში „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ მიიღო მონაწილეობა.
იტალიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) კონფერენციის „ვაზისა და ღვინის კულტურული ღირებულების აღიარება: საერთაშორისო პერსპექტივები“ სესიაზე ყურადღება ღვინის სექტორში განათლების, სიახლეების წვდომის და განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5.862 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
თებერვალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 8.8%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
თებერვალში საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურად 17.1%-ით, 295.3 მლნ აშშ დოლარამდე, გაიზარდა – ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.