
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, აშშ-ში ვიზიტისას საუბარი მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებითაც ჰქონდა.

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 9% შეადგინა და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები წინასწარმეტყველებდნენ საქართველოში ეკონომიკურ კრიზისს და ცდილობდნენ ასეთი აღქმაც შეექმნათ საზოგადოებაში - საბედნიეროდ, მათი არც პროგნოზები სრულდება და არც გეგმები ხორციელდება, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3 პროცენტით განისაზღვრა.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სავაჭრო ტარიფების დაწესებამ და სხვა მსხვილი ეკონომიკების საპასუხო, თუმცაღა სხვადასხვაგვარმა, ზომებმა, გასულ თვეში მნიშვნელოვნად შეცვალა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეფასებით, 2025 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.0% შეადგინა, ხოლო I კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამის წარმომადგენლებს - ხაზინის აქტივების მართვისა და საკონსულტაციო დეპარტამენტის დირექტორს კატარჟინა მონიკა ზაიდელ-კუროვსკას, საკონსულტაციო და პარტნიორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მარკო რუისსა და გილერმე ალვესს შეხვდა.

ამერიკის შეერთებული შტატების Exim Bank-ში ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ვისაუბრეთ. – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა აშშ-ის Exim Bank-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში შეხვედრა გამართა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტი პირველი კვარტლის მონაცემებით, 102%-ით შესრულდა და მის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს.