2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან საქონლის ექსპორტის მოცულობამ 5 მილიარდ 584 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.1%-ით მეტია.
გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.
სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა ექვსი პირი, რომელთაგან ოთხი მეწარმე სუბიექტია, ხოლო ორი – კომპანიის ბუღალტერი.
პრემიერის თქმით, მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.
,,შედეგებით სავსე ანგარიში მოვისმინეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანას 2023 წელს ჰქონდა,“-ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ, პრემიერ - მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობა 4 დიდ პროექტზე, მათ შორის ხუდონსა და ნენსკრა ჰესებზე მუშაობს.
თითქმის გავასამმაგეთ ბიუჯეტი ბოლო 11 წელიწადში, 20 მილიარდით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის მთლიანი ნაერთი ბიუჯეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
საქართველოს ხელისუფლებას ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთისთვის არაფერი დაუთმია. რუსეთის მიმართ ჩვენ არანაირ კომპრომისზე წამსვლელები არ ვართ საქართველოს ინტერესების საზიანოდ, – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
"ჩვენ საბოლოოდ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას მალე დავიწყებთ", - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, 18 დეკემბერს, ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმენენ.