
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, საფრანგეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ კლერმონ- ფერანში, მეცხოველეობის დარგის გამოფენა - Sommet De L’elevage 2023 გახსნა.

ოთარ შამუგიამ საფრანგეთის ქალაქ კლერმონ-ფერანში, საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრ მარკ ფენოს მეცხოველეობის დარგის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ გამოფენაზე – Sommet De L’elevae, ქართულ სტენდთან უმასპინძლა.

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან პროგრესსა და პოზიტიურ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება.

აეროპორტების განვითარებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მთელი რიგი მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აქტიურად მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის, ბალნეოლოგიური კურორტების, საბაგიროების, კონკურენტული სერვისებისა და ახალი, მიმზიდველი მიმართულებების განვითარება.

მიმდინარე წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა 0.6 პროცენტით მოიმატა.

ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში, მსოფლიო საგზაო ასოციაციის (PIARC) პრეზიდენტ ნაზირ ალისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დღეს პარლამენტში მივა. ეკონომიკის მინისტრს „მინისტრის საათის“ ფორმატში მოუსმენენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე მსოფლიო საგზაო კონგრესის ფარგლებში გამართულ მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.