
მთავრობის დადგენილებით, შაქარზე იმპორტის გადასახადი ამოქმედდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა.

თქვენს საქმიანობას საქართველოს ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, – ასე მიმართა მარიამ ქვრივიშვილმა ფერმერებს, რომლებიც პროფესიული დღის აღსანიშნად შეიკრიბნენ.

ტრასეკა მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, – ამის შესახებ ტრასეკას გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

17 ნოემბერს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის გაფორმდა ორი სასესხო შეთანხმება, რომლითაც ADB-ი საქართველოს გამოუყოფს, დაახლოებით, 45 მლნ ევროს ოდენობის სესხს, კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროგრამა/პროექტის განსახორციელებლად.

საქართველოში ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და კადრი სიმსონი ქართლის ქარის ელექტროსადგურს ეწვივნენ და ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურას, მისი მუშაობის პროცესს პირადად გაეცნენ.

თბილისის მეტროს ვაგონების განახლებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 475 მლნ ევრო გამოიყოფა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის მერთან კახა კალაძესთან და ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად ეკონომიკური საკითხები დაასახელეს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ აშშ დოლარი, ანუ 761.5 მლნ ლარი შეადგინა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოსთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორებად ევროკავშირსა და აშშ-ს მიიჩნევს.