

25 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის თაობაზე მორიგი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.


ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, 26-27 ოქტომბერს თბილისს „აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად 2000-ზე მეტი მაღალი დონის სტუმარი ეწვევა.

ჩინეთმა, შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის დღეს გამართულ სხდომაზე წარდგენილი ენერგეტიკული პროექტების ჯამური ინვესტიცია 400 მლნ დოლარს შეადგენს.

სავალუტო შემოდინებები ნორმალიზდება - თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან
რეკორდულად მაღალი წმინდა სავალუტო შემოდინებების პერიოდი, როგორც ჩანს, მართლაც გასულია. ამასთან, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას, რომ ადგილი უფრო ნორმალიზებას აქვს, ვიდრე ვარდნას.

რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნაზე გადაწყვეტილება თუ იქნება მიღებული, ეს შეუთავსებადია სამონადირეო მეურნეობასთან და სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე ლიცენზიის გაუქმების საკითხი დადგება, – ამის შესახებ ოთარ შამუგიამ განაცხადა.

თბილისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) საბჭოს 37-ე შეხვედრა იმართება. საბჭოს სხდომა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ და კლიმატის მწვანე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაფალდა დუარტემ გახსნეს.

2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა.