
ეს შეხვედრები ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და მეგობრობის გაძლირებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე მიმოვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რეგიონში არსებული ვითარება და ზოგადად, მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების საკითხები, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი, ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ყურძნის კრეფა-დაბინავება დაიწყო. მიმდინარე წელს საპროგნოზო მოსავალი 1500-2000 ტონის ფარგლებშია. მოსავლის დაბინავების პროცესში 40-ზე მეტი კომპანია იქნება ჩართული.

სადაზღვევო სექტორი ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან მხარდამჭერ სექტორს წარმოადგენს, რომელიც ხელს უწყობს კაპიტალის პროდუქტიულ ინვესტიციებად გარდაქმნას, – ამის შესახებ ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა 82 ხმით ერთის წინააღმდეგ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო.

საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე, ფინანსებზე ხელმისაწვდომობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრაზე, რომელსაც ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე ესწრებოდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.0 პროცენტით გაიზარდა.

მსოფლიო ბანკმა 2023 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.9%-მდე გაზარდა. ბანკი ანგარიშში აღნიშნავს, რომ სომხეთი და საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები იყვნენ.

ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენ ვიმყოფებით მეტად სპეციფიკურ სიტუაციაში, ვინაიდან ქვეყნის ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი არის ოკუპირებული და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ქვეყანა ახერხებს განვითარებას, წინსვლას, რეფორმებს ისე, რომ ინარჩუნებს მშვიდობას და სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.