
2024 წლის პირველი იანვრიდან სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა ფართოვდება,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.9 მლნ აშშ დოლარი, ანუ 751.0 მლნ ლარი შეადგინა, რაც 26.7%-ით, ანუ 103.3 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია 2022 წლის სექტემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

დავითაშვილის თქმით, იყო პირველი შეხვედრა მას შემდეგ, რაც ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გამოცხადდა და ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს განისაზღვრა, უშუალო სამუშაო კომისიის ფორმატში უნდა იყოს განხორციელებული.

სექტემბრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მოლოდინების შესაბამისია. დეტალური სტატისტიკა მიმდინარე კვირაში გამოქვეყნდება.

საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილისა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძის თანათავმჯდომარეობით პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პროექტი განიხილა.

9 თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა.

დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა 14:00 საათზე გაიმართება. მთავრობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 10 საკითხს განიხილავს.

შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელები საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის განსაზღვრული ჯარიმისგან 2025 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სანქციების აღსრულების შესახებ მორიგი დეზინფორმაცია ვრცელდება.