
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ 15 საკითხზე იმსჯელეს.

ლარის განაკვეთის განმსაზღვრელი ფაქტორების შესახებ თემატური პუბლიკაცია თიბისი კაპიტალმა 17 ივლისს გამოაქვეყნა. ბოლო პერიოდში, საკმაოდ ვრცელი ჩამონათვალიდან არაერთი, მონეტარული პოლიტიკის შედარებით უფრო ზომიერ შერბილებაზე მიუთითებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და კითხვებს უპასუხა.

საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიოს ბანკის ერთობლივი „მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტის“ (GRAIL) პირველი ხელშემწყობი მისია.

დღეს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მასწავლებლების ხელფასები, საშუალოდ, 500 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

ენერგორესურსების სახით, ვფიქრობთ, რომ საქართველოს პოტენციალის მხოლოდ 30%-ია ათვისებული - დავითაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოში ენერგორესურსების მხოლოდ 30%-ია ათვისებული. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

გაცხადებული გვქონდა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდებოდა ერთობლივი კომპანია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის და ყაზახეთის რკინიგზების მიერ დაფუძნდებოდა და მოემსახურებოდა ჩინეთიდან მომავალ კონტეინიზირებულ ტვირთებს - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, ახალ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც განათლების სისტემა 14 მილიონი ლარის ღირებულების დაფინანსებას მიიღებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში" მიიღო მონაწილეობა.