საქართველოს მთავრობის მიერ ახლადშექმნილი “ცენტრალური შემსყიდველი ორგანო” კიდევ 164 ერთეულ ახალ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ყიდულობს.
უწყებამ სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის მიზნით 10 159 800 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
შესყიდვის პირობების მიხედვით, მთავრობა მსუბუქი, სრულად ჰიბრიდული სატრანსპორტო საშუალებების შეძენას გეგმავს.
ტექნიკური დავალების თანახმად, შესყიდვის ფარგლებში, ყველაზე მეტი - 85 ერთეული ავტომობილი შემოსავლების სამსახურისთვისაა განკუთვნილი, 29 ავტომობილი - თავდაცვის სამინისტროსთვის, 10 - სურსათის ეროვნულ სააგენტოსთვის, 10 კი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთვის.
სატენდერო პირობების მიხედვით, შესასყიდი ავტომობილები 2026 წელს უნდა იყოს გამოშვებული.
ტენდერში წინადადებების წარდგენა 1-ელ ივლისს დაიწყება და 2 ივლისს დასრულდება.
ცნობისთვის, 19 ივნისს ცენტრალურმა შემსყიდველმა ორგანომ 595 ერთეული ავტომობილის შესყიდვის 47.3 მილიონიანი ხუთი ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერები უკვე შერჩევა-შეფასების ეტაპზეა და რამდენიმე პრეტენდენტი - შპს „კავკასუს მოტორსი“, შპს „ჯი-თი მოტორსი“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველო“ ჰყავს.
აღსანიშნავია, რომ მანქანების შესასყიდად გამოცხადებული ერთი - 9.2 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი, რომლითაც მთავრობა 156 ერთეულ სრულად ჰიბრიდულ ავტომობილს ყიდულობდა, არ შედგა.