2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ADB-ის კერძო სექტორის ვალდებულებები საქართველოში 596.74 მლნ დოლარს შეადგენდა, რაც ADB-ის კერძო სექტორის მთლიანი პორტფელის 3.96%-ია.
2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.132 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა.
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
ღვინის ეროვნული დღის ფარგლებში თბილისში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია იმართება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნეს.
2026 წლის აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს მთლიანი საერთაშორისო რეზერვები 154.2 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 6.47 მლრდ ლარი შეადგინა.
მესტიის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნარჩენების გადამტვირთავი სადგურის მშენებლობის საკითხზე სამუშაო შეხვედრა ქალაქ ზუგდიდში გაიმართა.
ყოველწლიურად 8 მაისს ღვინის ეროვნული დღე აღინიშნება. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა.
კონცენტრირებულები ვართ ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს რკინიგზაში მასშტაბური მოდერნიზაციის ეტაპი იწყება. სამინისტროს განმარტებით, საქართველოს რკინიგზა 50-მდე ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენას გეგმავს.