2025 წლის მე-4 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სოფლის მეურნეობის პროდუქციის ერთეულის ღირებულების ინდექსი 21.6 პროცენტით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის კვლევაში.
ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელების საქმიანობის უფლების შეზღუდვის თაობაზე ინფორმაციას ავრცელებს.
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის, შრომითი ინტერესები - ეს მნიშვნელოვანია, რათა ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენ მოქალაქეებს დასაქმების კუთხით, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
2026 წლის იანვარში საქართველოს დერეფანში ტრაილერების რაოდენობა 7.5 ათასით, ბიუჯეტში გადახდილი თანხა კი თითქმის 3 მლნ ლარით შემცირდა.
საქართველოს მთავრობამ შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ დადგენილება გამოსცა.
„რთველის დროს სახელმწიფო მხარდაჭერა ათასობით მევენახე-ფერმერს საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობას და ხარისხიანი ყურძნის წარმოების მოტივაციას აძლევს, რაც უმნიშვნელოვანესია მეღვინეობის ინდუსტრიის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტია მევენახეს ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი.
„ნამახვანჰესის“ მსგავსი პროექტებისადმი დაპირისპირება ქვეყნის საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯებია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას იწყებს. მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით, აღნიშნულის მიზანია ბაზაში რჩებოდნენ ის ადამიანები, ვისაც რეალურად ეკუთვნით სახელმწიფოს ფინანსური დახმარება.
2026 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეაინდექსის 6.5 პროცენტიანი მატება - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.
„მეღვინეობის დარგში დაგეგმილი ყველა რეფორმის მიზანია, მსოფლიო ღვინის ბაზარზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, ქართულმა ღვინომ კონკურენცია გაუწიოს მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და ე.წ. „ახალი ქვეყნების“ ღვინოებს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.