საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 529 ათასი ადამიანია.
საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11,114-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 38.9 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 მლრდ ლარს გადააჭარბა.