
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ხვალ, 9 დეკემბერს, 20:00 საათზე საახალწლო ილუმინაციები აინთება და ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთების ღონისძიება გაიმართება.

ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონე უკანონოდ დაშენებული სართულების დემონტაჟს განახორციელებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ურბანული განვითარება და რეგენერაცია, გარემოს გაუმჯობესება, კულტურა, ინკლუზია, ინოვაცია - ეს ის საკითხებია, რა მიმართულებითაც იტალიის და საქართველოს დედაქალაქები დღეიდან უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ.


თბილისის მერი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიის დედაქალაქში იმყოფება. დაგეგმილია შეხვედრა რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან.

დედაქალაქში მოსული ნალექისა და დაბალი ტემპერატურის გამო, „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 25 ტონა ტექნიკური მარილი დაიყარა დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე: ტაბახმელაში, კოჯორში, შინდისში, კიკეთში, სამადლოში, წყნეთში, წავკისსა და ბეთანიაში.

თბილისში დღეს, 5 დეკემბერს შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.


რუსთაველის გამზირზე საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი გრძელდება, რის გამოც პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 3 დეკემბრის 00:00-დან 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისში 2 დეკემბერს შუქი ისევ ჩაქრება , - ინფორმაციას კომპანია"თელასი" ავრცელებს.