
თბილისის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა. კომპანია "თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება დიღომში მცხოვრებ 65 აბონენტს, მათ მიწოდება 4 სექტემბერს, 21:00 საათზე შეუწყდათ და 5 სექტემბრის 18:00-ზე აღუდგებათ.

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მათი განცხადებით, 4 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ანდრონიკაშვილისა და ცინცაძის ქუჩების კვეთაზე წყალსადენის ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც გარკვეულ უბნებს წყლის მიწოდება შეეზღუდება.

თბილისში დღეს 4 სექტებერს შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში თბილისობასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა თბილისის მერს და აღნიშნა, რომ კახა კალაძე ბევრს აკეთებს დედაქალაქისთვის.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქის მეგობარი ქალაქების პატივსაცემად, თბილისის ანძაზე სხვადასხვა ქვეყნის დროშის ფერები აინთება.

„თბილისობა 2022“ 1 და 2 ოქტომბერს სხვადასხვა პროგრამით აღინიშნება. თბილისის მერია ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

პირველი ოქტომბერი – თარიღი, რომლის უკან დგას ქართველი ხალხის ძალა, მისი ნება, იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამარჯვებული, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „ფეისბუქში“ წერს.

„თბილისობა 2022“-ის ფარგლებში, დედაქალაქს 14 ქალაქის დელეგაცია ეწვია. თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიაში ბაქოს მერს ელდარ აზიზოვს, ზაარბრიუკენის მერს უვე კონდრატს დარომის მერის მრჩეველს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ანნის გაბრიელე ფილიპს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ევროპის მოედნის მიმდებარედ ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ თავდაპირველ პროექტში იყო კიდევ ერთი შესასვლელი, რომელიც დღეს კერძო ტერიტორიაა და მუნიციპალიტეტი მის დაბრუნებას გეგმავს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.