„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 მაისს, დღის 12:00 საათიდან, 23 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეიზღუდება.
„ 22 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ატარებს.
მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის თანახმად, წერეთლის გამზირზე სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, რაშიც კომპანია 12 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში უკვე განახლდა 1 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი, დამონტაჟდა 17 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული და 2 სახაძრო ჰიდრანტი მოეწყო.
წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, „ჯივიპიმ“ წერეთლის გამზირის N1-თან გადაერთებითი სამუშაოები 22 მაისს, დღის 12:00 საათზე დაიწყო და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებს.
ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 22 მაისს, დღის 12:00 საათიდან, 23 მაისის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის ქუჩის ნაწილს; ნინოშვილის, სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ცემის, ფოთის, მირცხულავს, კოსმონავტების, კერესელიძის და მაიაკოვსკის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“,-აღნიშნულია განცხადებაში.