
საცობები ყოველთვის იყო თბილისში, მაგრამ ასე გადამეტებით არ ყოფილა, ეს გამოწვეულია ქეთევან დედოფლისა და მელიქიშვილის ქუჩებზე მიმდინარე მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო სამუშაოების გამო, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

25 სექტემბრის 00:00-დან 11:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. გადაწყვეტილება „თბილისიმარათონი 2022-თან" დაკავშირებით მიიღეს.

ევროპის მოედნის მიმდებარედ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს და წერს, რომ ამის მიზეზი თბილისობა 2022-ია. მათივე ცნობით, შეზღუდვა 30 სექტემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

დედაქალაქის მერია მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა და დედაქალაქში მიუსაფარი ცხოველების მართვის გეგმაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქუჩის მხატვრობის მხარდაჭერის ფარგლებში, ჯამში, 100-მდე კედელია მოხატული, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ხელოვანების მიერ.

„მეტროში საცობს მგზავრები ქმნიან... ზოლში არ მოძრაობენ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელმა განუცხადა.

დღეს, 21 სექტემბერს თბილისში შუქი ისევ ჩაქრება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

20 სექტემბერს თბილისში შუქი ისევ ჩაქრება. ინფორმაციას კომპანია თელასი ავრცელებს.

თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას GWP ავრცელებს.

მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაცია მეორე ეტაპზე გადადის. ამ დროისთვის, საგზაო სამუშაოები 14 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ქვედა ფენები იგება.