gorgia
ავერსი legi

2026 წლის თებერვალში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობამ 335 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 28%-იანი ზრდაა - ამის შესახებ ირკვევა „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვიდან.

ამავე პერიოდში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 18%-ით გაიზარდა და 3 770 შეადგინა.

კვლევის თანახმად, მსგავსი ზრდა ნაწილობრივ დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტების დასრულებით არის გამოწვეული.

„საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1 348-ს დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ 7%-იან ზრდას წარმოადგენს.

საშუალო გასაქირავებელი ფასი კვადრატულ მეტრზე 10 დოლარი იყო (-6% წ/წ), ხოლო უძრავი ქონების ამონაგებმა 8.1% შეადგინა (-1.0პპ, წ/წ)“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.

23