gorgia
ავერსი legi

2026 წლის იანვარში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 2 923 ერთეული შეადგინა და წინა წლის იანვართან შედარებით 1.4%-იანი ზრდაა დააფიქსირა, - ამის შესახებ აღნიშნულია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვაში.

კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში ბაზრის ზომა 11.7%-ით გაიზარდა და 232 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

„2026 წლის იანვარში თბილისში ახალ პროექტებში ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის იანვართან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა.

ზრდა ახალაშენებული ბინების მეორეული ბაზრის ხარჯზე მოხდა, სადაც ტრანზაქციების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა, ხოლო პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 2.3%-ით შემცირდა.

ტრანზაქციების რაოდენობა 1.4%-ით გაიზარდა ძველ პროექტებში“, - ვკითხულობთ პუბლიკაციაში.

რაც შეეხება ღირებულებას, 2026 წლის იანვარში თბილისში 1 კვ.მ-ის საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი წლიურად 10.5%-ით გაიზარდა და 1 193 დოლარი შეადგინა. ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იმავე თვეში კვადრატულის საშუალო ღირებულება 1 080 დოლარის ფარგლებში იყო.

88