
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა უკვე აღარ მოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების [EBRD] ბანკი განიხილავს სასესხო პროექტს, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც, თბილისის მერია 83 მილიონ ევროს მიიღებს ახალი ავტობუსების შესაძენად.

თბილისში, გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში, “ბროწეულას სკვერის” რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დღეს, 30 ივნისს განაცხადა.

ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე ფიქრობს, რომ თვილისის მერობის კარგი კანდიდატი თემურ ჭყონია იქნება. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.

თბილისის ანძის რეაბილიტაციას Kass Tower Georgia განახორციელებს. ინფორმაცია დღეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გააჟღერა.

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების მხრიდან მკაცრად გაკონტროლდება.

თბილისის მერია გეგმავს, რომ ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოებში 11 563 373 ლარი გადაიხადოს. შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო შესყიდვების საიტზე უკვე გამოქვეყნდა.

სხვადასხვა სამუშაოს გამო 17 ივნისს, თბილისის რამდენიმე რაიონს, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის განხორციელებისთვის დამატებითი ქუჩები შეირჩა.