ქალი რომელსაც დღეს ხე დაეცა კლინიკა "ოპტიმალ მედიში" გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 40 წლის ქალს, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა და კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მიღებული ტრავმები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ქარმა დედაქალაქში მრავლობითი ინფრასტრუქტურული პრობლემებიც შექმნა, რის შესახებაც დედაქალაქის მერიამ საგანგებო განცხადება გააავრცელა.