celsiusi
ავერსი საქკაბელი
ყოველდღიურად მიმდინარეობს დაკვირვება, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გავხადოთ - ის პატარ-პატარა ხარვეზები, რომლებიც დღეს არსებობს, აუცილებლად ყველა გამოსწორდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
კალაძემ სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არსებულ პრობლემებზე დაკვირვება, აღმოფხვრის მიზნით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
 
„ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც მაგალითად, კონკრეტულ მარშრუტებზე არ არის საკმარისი რაოდენობის მიკროავტობუსი, ან შეიძლება კონკრეტულ მარშრუტებს გაგრძელება სჭირდება. არსებულ ქსელზე დაკვირვება 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, თუ სად არის საჭირო ჩვენი ჩართულობა, ახალი ქსელის დამატება, ახალი მიკროავტობუსის დამატება, კონკრეტულ მარშრუტზე დამატებით ავტობუსის გაშვება და ა.შ. ანუ, ის პატარ-პატარა ხარვეზები, რომლებიც დღეს არსებობს, რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველა იქნება გამოსწორებული და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ დაკვირვება ყოველდღიურად მიმდინარეობს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი კომფორტული გავხადოთ, კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ, იმისათვის რომ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გამოიყენოს.
 
ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობდა, დღეს უკვე ძალიან ბევრი ქუჩა გვაქვს, სადაც უკვე საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლიათ იქ მცხოვრებ ადამიანებს. რა თქმა უნდა, სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, ზედამხედველობას გავაგრძელებთ და სადაც პრობლემები იქნება, ჩარევა და არსებული პრობლემის გამოსწორება მაშივე მოხდება,“ - განაცხადა კალაძემ.
792
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");