პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, 22 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადება განმარტა და თქვა, რომ სენაკის მერად არჩევის შემთხვევაში კობა ნაყოფიას შეძლებს იმ მინიმუმის გაკეთებას, რაც ბიუჯეტით აქვს განსაზღვრული.
"მე გუშინ განცხადება გავაკეთე მაშინ, როცა ვიყავი სენაკში ჩასული, ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე — ფაქტებით ვლაპარაკობ, სიმართლეს ვლაპარაკობ მხოლოდ, მე არ ვიკადრებ, რომ მოსახლეობას ტყუილი ველაპარაკო, მათგან განსხვავებით — ვთქვი, ესე იგი, შედარება გავაკეთე, რა უნდა გააკეთოს-მეთქი, ე.ი. ჩვენი კანდიდატი რომ არ იყოს არჩეული მერი, მან რა უნდა შეძლოს ცენტრალური ხელისუფლების გარეშე, ხო? ის შეძლებს მინიმუმს, რაც აქვს მას განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში", — განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღს წინ, ოზურგეთში ყოფნისას, ირაკლი ღარიბაშილმა განაცხადა, რომ რადგან მერი, კონსტანტინე შარაშენიძე არ იყო ქართული ოცნების წევრი, "ერთგვარი წყვეტა იყო კავშირისა ადგილობრივ მუნიციპალიტეტსა და ცენტრალურ მთავრობას შორის". პრემიერმინისტრის თქმით, იგივე ხდება თიანეთშიც. ღარიბაშილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის ამოცანაა, "დაიბრუნონ" ეს ორი მუნიციპალიტეტი.
ირაკლი ღარიბაშვილმა სენაკში ყოფნის დროს თქვა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ენმ-ის სენაკის მერობის კანდიდატი, კობა ნაყოფია გაიმარჯვებს, ის ხელისუფლების გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამს", რადგან ცენტრალური ხელისუფლება მათ ხელშია, ნაყოფიას კი "არანაირი პერსპექტივა არ აქვს".