ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულებისთვის დამატებითი კლინიკების მობილიზება ხდება, დაემატა პაციენტებისთვის ონლაინკლინიკის პერსონალიც.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებულ ციხეებში სანიმუშო, სამაგალითო ვითარებაა.
საქართველოში კორონავირუსის 4233 ახალი შემთხვევა დადასტურდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა საერთო რაოდენობამ 432903-ს მიაღწია.
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ისათვის, რომ უცხოეთისგან პატივისცემა დავიმსახუროთ, ჩვენ თავად უნდა ვცემდეთ ჩვენს თავს და ჩვენ სიტყვას პატივს და ვასრულებდეთ ნაკისრ ვალდებულებებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.