ისრაელში გადაწყვეტილება მიღებულია, ფაიზერის მე-3 დოზაზე 60 წელს გადაცილებულების რეგისტრაცია დაიწყო, ბუსტერი (ფაიზერის მე-3 დოზა) გარდაუვალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 41 965 კვლევა ტესტით.
გერმანულ-ამერიკული ვაქცინის, Pfizer/BioNTech-ის 500 ათასი დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა. ცნობილია, რომ ვაქცინის დოზები ქართულმა მხარემ საჩუქრად ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო და ქვეყანაში ამ პრეპარატით აცრები უკვე აქტიურად მიმდინარეობს.
თვითმმართველობის არჩევნების შედეგზე არავითარი ფორმით არ იქნება დამოკიდებული რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი - რომც ავიღოთ „ლელოსავით“ 3 % მაინც არ დაინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
სახელმწიფოს მიაჩნია, რომ უკვე არსებობს შესაძლებლობა, “ფაიზერით” ვაქცინაციის პროცესი სტაციონარული განყოფილებების გარდა ამბულატორიულ დაწესებულებებშიც წარიმართოს.
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაციის შემდეგ ალერგიული რეაქციები ერთეულ შემთხვევაში განვითარდა, თუმცა იმუნიზაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს იმაზე თუ რა შემთხვევაში ჩანაცვლდება პირველი დოზის შემდეგ კონკრეტული ვაქცინა სხვა ვაქცინით.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, ინდივიდუალურ დონეზე 3 მლნ ადამიანის ქცევის კონტროლი შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა, პირადი გადაწყვეტილება და მონდომება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ საქართველოში 168 ათასი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა.
პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 3 აგვისტოს დანიშნავს. “საარჩევნო კოდექსის“ გათვალისწინებით, საკრებულოებისა და მერების მორიგ არჩევნებს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით, არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 126 კვლევა ტესტით, მათ შორის 21 775 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 351 PCR ტესტით.