“ემოციებს რომ თავი გავანებოთ, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული სირცხვილია, როდესაც ომში მყოფი ქვეყანა, რომელიც მარტო თავისთვის კი არა ჩვენთვისაც იბრძვის, იძულებული ხდება, რომ ეს ნაბიჯი გადადგას ჩვენთან მიმართებაში”- ასე აფასებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი უკრაინის ელჩის გაწვევას საქართველოდან, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ. ამის შესახებ ხუხაშვილმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIMS განუცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ევროპარლამენტში ემოციური სიტყვით გამოსვლის დროს, ევროკავშირის წევრებს მიმართა და თქვა, რომ მათ გარეშე, უკრაინა მარტოხელაა:
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედია Info France 2-თან საუბრისას განაცხადა, რუსეთი ბირთვულ იარაღზე მანიპულირებით ახლა ფსიქოლოგიურ ომს აცხადებს, რადგან კონვენციურ ომში მარცხდება.
საქალაქო სასამართლო საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მსჯელობს. პროცესს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრება, მან, განსასჯელის სკამიდან, ტრადიციულად სიტყვის უფლებით ისარგებლა, შემდეგ კი შესვენება მოითხოვა, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.
მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, რუსეთი და ბელარუსი ყველა საერთაშორისო ტურნირს ჩამოაშორეს.
საქართველოში კორონავირუსის 6 847 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში შეერთებული შტატების ჰეგემონიურ პოლიტიკას ადანაშაულებს.
ბოლო ცნობებით, 70 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპა სუმის ოლქში. რუსულმა ძალებმა უკრაინულ სამხედრო ნაწილს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს. მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს რუსულ მხარესაც. ბოლო ოთხ დღეში დაღუპული და დაჭრილი რუსი ოკუპანტების რიცხვმა 5 300-ს გადააჭარბა. ტყვედ არის აყვანილი ასობით ჯარისკაცი და ოფიცერი.