რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევმა, მოლდოვას ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება.
„მოლდოვა ახალი ბატონების გულის მოსაგებად, მაშინ როდესაც ჯერ ევროკავშირში არ არის, მზადაა, შეუერთდეს ევროპულ სანქციებს. რას იზამ. მოდი სცადონ. მაშინ ისინი 100%-ით უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ არ მიიღებენ ჩვენგან არც „ძვირ“ და არც სხვა რესურსებს. საერთოდ ვერაფერს მიიღებენ. ევროკავშირში შესვლის გარეშე დატკბნენ სანქციებით“, – წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.
მისივე თქმით, მოლდოვის ხელისუფლება აპირებს ქვეყნის რუმინეთთან მიერთებას და ასეთ შემთხვევაში რუსი მაღალჩინოსანი აფრთხილებს, კიშინიოვს გაითვალისწინოს, რომ დნესტრისპირეთში რუსეთის 200 ათასი მოქალაქე ცხოვრობს.