რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, მთავარი მოთხოვნა გაჟღერდა, რომლის შესრულების ვადაც გამოცხადდა .
"გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციის 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ზამთარი სანამ მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას. ხელისუფლებას აქვს 1 კვირა იმისთვის, რომ გადააყენოს ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობა.
იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ ბიძინა ივანიშვილი ყურად არ ღებს ქართველი ხალხის ნებას, მოვალთ კიდევ უფრო მეტნი ვიდრე ვართ დღეს და ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მას ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავს" – განაცხადა აქციაზე, "სირცხვილიას" ხელმძღვანელმა, შოთა დიღმელაშვილმა.